ამერიკული საერთაშორისო სკოლა-კოლეჯი „პროგრესი“ მოსწავლე ლუკა ჩიხლაძეს ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიღწეულ წარმატებას ულოცავს
14-04-2021
ამერიკული საერთაშორისო სკოლა -კოლეჯი „პროგრესის“ მოსწავლე ლუკა ჩიხლაძე UWC პროგრამის გამარჯვებული გახდა.

„სასიხარულო ამბავი და ჩვენი პროგრესელის წარმატება ქვეყნის საზღვრებს გარეთ. პროგრესელი ლუკა ჩიხლაძე UWC პროგრამის გამარჯვებული გახდა და მომავალი 2 წელი სომხეთში IB პროგრამით განაგრძობს სწავლას!
 
დილიჯანის საერთაშორისო კოლეჯი გაერთიანებული მსოფლიო კოლეჯების მეთოთხმეტე წევრია. ის მსოფლიოს თვრამეტ კოლეჯთაგან ერთ–ერთია და ასევე პირველი საერთაშორისო დახურული სასწავლო დაწესებულებაა სომხეთში.
ამერიკული საერთაშორისო სკოლა პროგრესი ულოცავს ლუკას ამ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!
ვამაყობთ ჩვენი მოსწავლეებით“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203