დაშბაშის საჯარო სკოლის მესამე კლასელებმა დედაენის დღე აღნიშნეს
16-04-2021

14 აპრილს დედაენის დღეა და სკოლებიც განსაკუთრებულად აღნიშნავენ ამ ისტორიულ თარიღს.

მიუხედავად პანდემიისა, ამ დღის აღნიშვნას შეუერთდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლა.  

დედის დღე მე-3 კლასში დიდი მონდომებით აღნიშნეს. მასწავლებელმა მოსწავლეებს ქართული ენის ცოდნის აუცილებელობაზე ესაუბრა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203