თბილისის N48 სკოლის პედაგოგმა, ეკატერინე მურჯიკნელმა, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა
15-04-2021

თბილისის N48 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით ჩატარდა. გაკვეთილს პედაგოგი ეკატერინე მურჯიკნელი უძღვებოდა.

ძირითადი რესურსი: ტექსტი: იაკობ გოგებაშვილის „კეთილი სანდრო“

თემა: სიკეთე

შესაძლო დამატებითი თემატიკა: რა არის სიკეთე? გაიხსენე შენ მიერ გაკეთებული სიკეთე.

კლასი: პირველი

სამიზნე ცნება/ცნებები: ტექსტი, ჟანრი: მოთხრობა.

საკვანძო შეკითხვა: რამდენად დაგეხმარა როლის მორგება ტექსტის უკეთ გაგებაში-რა აღმოაჩინე ახალი, რისთვისაც მანამდე ყურადღება არ მიგიქცევია (მკვ. 4), რატომ შეარჩიე ეს როლი, რით არის შენთვის საინტერესო? (მკვ.2,3)

კომპლექსური დავალების პირობა:

დავალება: გადაინაწილეთ როლები. მოამზადეთ საჭირო მასალა/ატრიბუტები და გაითამაშეთ. წარმოაჩინეთ გრძნობა, განწყობა, რომლითაც პერსონაჟი თუ მთხრობელი წარმოთქვამს სიტყვებს, წინადადებებს (მკვ.1.3)“ - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203