ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს
14-04-2021
ვანის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალი ტიტებით შეამკეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა გაიხსენეს დაღუპული გმირები და დღის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს