ერედის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
14-04-2021
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ერედის საჯარო სკოლაში 9 აპრლითან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
სკოლის დირექციის მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის მიხედვით 9 აპრილთან დაკავშირებით მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი და გაიხსენეს სამშობლოს თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირები.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს