თბილისის N132 სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით საინტერესო აქტივობები მიმდინარეობს
15-04-2021
თბილისის N132 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით სხვადასხავა ტიპის აქტივობები მიმდინარეობს.

მოსწავლეებს დაევალათ პოსტერების დამზადება, გარდა ამისა, რუსული სექტორის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს კონკურსში, სადაც 50-მდე პოსტერი დაამზადეს სახელწოდებით: „ქართული ენა უკეთესი მომავლისთვის“. გადარჩევის შემდეგ
27 პოსტერი კონკურში მონაწილეობისთვის გაიგზავნა.

მე-2 კლასის დამრიგებელი კი სკოლის ეზოში, ღია სივრცეში ღონისძიებას ჩაატარებს, სადაც ყველა რეგულაცია დაცული იქნება.

სკოლაში დამზადდება კედლის გაზეთი. მოსწავლეების მიერ გაკეთებული პოსტერები კი გამოიფინება და ავტორები ისაუბრებენ თავიანთ ნამუშევრებზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203