
თბილისის N190 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს. დედაენის დღეზე მოსწავლეებმა შექმნეს თხზულებები, წაიკითხეს ლექსები, ჩაატარეს კალიგრაფიის კონკურსი.
„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით... - 14 აპრილი დედაენის დღეა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 190-ე საჯარო სკოლაში ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა. მათ შორის V- 2 კლასმა დისტანციურად მოგვილოცა დედაენის თემატიკაზე მათ მიერ შექმნილი თხზულებებითა და ქართველი პოეტების ლექსებით. მათ დაწერეს თხზულება თემაზე „მე ვარ ქართველი“ და „ჩემი ენა ქართული“.
X-2 კლასმა „დედაენის დღესთან“ დაკავშირებით მოაწყო კალიგრაფიის კონკურსი, რომლის მიზანი იყო აგრეთვე ფოტოგრაფის თვალით აღქმული რუსთაველის აფორიზმების წარმოდგენა“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები