„ცხოვრება კოვიდთან ერთად“ - ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა ჯანმრთელობის საერთაშორისო დღეს სემინარი მიუძღვნეს
14-04-2021

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ურთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა 7 აპრილს ჯანმრთელობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩაატარეს სემინარი, თემაზე - „ცხოვრება კოვიდთან ერთად“.

ეკოკლუბის ლიდერმა იკა ბოხუამ და წევრმა ცირა ახალაიამ ისაუბრეს კოვიდ-19-ის გავრცელებისა და რეგულაციების შესახებ. განიხილეს ის აქტივობები, რომელიც ხელს უწყობს კოვიდისგან თავის დაცვას. ეკოკლუბელებმა წინა აქტივობებში დაამზადეს მრავალჯერადი გამოყენების პირბადეები, სარეკომენდაციო ბუკლეტები და მოუწოდეს ყველას, დავიცვათ რეგულაციები.

სკოლაში მოწყობილია დეზობარიერები, ყველა მოსწავლე ატარებს პირბადეს და უტარდებათ თერმოსკრინინგი.

აღინიშნა, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ცხოვრება კოვიდთან ერთად, ხშირად დავიბანოთ ხელები და დავიცვათ დისტანცია. ეკოკლუბ „ჯეგეთას“ წევრებმა სკოლის საზოგადოებას მოუწოდეს ვირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომების დაცვისკენ.

აქტივობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში განხორციელდა და მდგადი განვითარების ორი მიზნის ერთობლიობას N3 და N17 მიზნებს ეფუძნებოდა. ეკოკლუბი „ჯეგეთა“ აქტიურად განაგრძობს მომავალში აქტივობების განხორციელებას.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203