ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს
14-04-2021
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

„მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთი, წარმოადგინეს მრავალფეროვანი პრეზენტაცია, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე, ქართულ დამწერლობაზე, ქართული ენის წარმოშობაზე. გაიმართა დისკუსია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის. შეასრულეს მუსიკალური ნომრები. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა გოგოხია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203