
„9 აპრილი - ერთი დღე ორი ისტორიული კონტექსტით“ - თბილისის N108 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სახის აქტივობა განხორციელდა.
მოსწავლეებმა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილის საშინელი ტრაგედიასა და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიული აქტის შესახებ. აღნიშნეს, რომ 9 აპრილი საქართველოსთვის ტრაგიკულ მოვლენებთან ერთად, დიდი ისტორიული მონაპოვარიც არის. ამის გათვალისწინებით, მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, ვიდეო-რგოლები, კედლის გაზეთები; უფროსკლასელებმა უმცროსკასელებს წარუდგინეს ვიდეო-პრეზენტაცია 32 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ.
იხილეთ ფოტოები