ეშტიის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედაენის დღე აღნიშნეს
14-04-2021

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიება მე-8 კლასის მოსწავლეებმა გამართეს. 

მოსწავლეებმა ლექსებით, სიმღერითა და ცეკვით ქართული ენის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი. გარდა შემოქმედებითი ნაწილისა, მე-8 კლასელებმა ღონისძიებაზე პრეზენტაციაც წარმოადგინეს.

ხელმძღვანელი იყო ქართული ენის მასწავლებელი გაიანე ოვსეპიანი.

ღონისძიების ამსახველი ვიდეო ნახეთ ბმულზე

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203