ვაიოს საჯარო სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა
14-04-2021

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში - ირმა გაბინაშვილმა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე ირმა გაბინაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე.

შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ უახლესი ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის დინამიკაზე, ევროკავშირის ინსტიტუციურ მოწყობაზე, ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესში, ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის გახსნილ შესაძლებლობებზე. ყურადღება გამახვილდა უვიზო მიმოსვლის წესებზე და რეგულაციებზე. საუბარი შეეხო ანტიდასავლურ პროპაგანდას, მის ნეგატიურ გავლენებებს საზოგადოებაზე და მასთან გამკლავების გზებს და მეთოდებს.

შეხვედრას ორგანიზებას უწევდა ვაიოს საჯარო სკოლის დირექტორი ბადრი შავიშვილი, რომელმაც სასკოლო გარემოში ევროინტეგრაციის საკითხებზე საუბრების გააქტიურების მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203