იხტილის საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს
14-04-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. 

„სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა, ქართული როგორც მეორე ენის მასწავლებლის მელანია ამირსადიანის ხელმძღვანელობით 14 აპრილს ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება ჩაატარეს. ღონისძიება დოკუმენტური ფილმის ჩვენებით დაამთავრეს „დამწერლობის ისტორია, ქართული დამწერლობა“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203