„თავისუფლება ისე არ მოდის...“ - ველევის საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
14-04-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში 9 აპირლისადმი მიძღცნილი ღონისძიება გაიმართა.

როგორც ველევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე, 9 აპრილი საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მტკივნეული და ამავე დროს საამაყო დღეა.

„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლაში მოწყობილია 9 აპრილისადმი მიძღვნილი კუთხე: „თავისუფლება ისე არ მოდის...“ აქ განთავსებულია ამ ეროვნული ტრაგედიის ამსახველ სურათებთან ერთად იმ პეროდის მოსწავლეების მიერ ჩემი ხელმძღვანელობით დამზადებული ალბომები, სადაც შეიძლება იმ დღის ამბებზე ინფორმაციის მოპოვება და იმ პირთა ვინაობის გაგება, ვინც ყველაზე ძვირფასი განძი, სიცოცხლე, გაიღო სამშობლოს თავისუფლებისათვის.

მოსწავლეები ხშირად რუდუნებით ათვალიერებენ ალბომებს, ანთებენ სანთლებს გმირთა სახელების უკვდავსაყოფად, პატივს მიაგებენ თავისუფლებისათვის შეწირულთა ხსოვნას და მათ მაგალითზე სწავლობენ სამშობლოს სიყვარულს", - აღნიშნავს ველევის საჯარო სკოლის დირექტორი ეკატერინე ჭიჭინაძე,
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203