თბილისის N133 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედა ენის დღე აღნიშნეს
15-04-2021

თბილისის N133 საჯარო სკოლის მესამეკლასელებმა დედა ენის დღე აღნიშნეს. მათი მასწავლებელი ნანა ზურებიანია. პატარები მონდომებით ჩაერთვნენ საკლასო აქტივობებში.

„ძვირფასო ბავშვებო, დღეს დედა ენის დღეა! - ასე დაიწყო ნანა (ზურებიანი) მასწავლებელმა დღევანდელი პირველი გაკვეთილი 3/გ კლასში. ჩვენი სიმდიდრე, ჩვენი სიამაყე, ჩვენი ენა ქართულია და ეს ის ბავშვებია, რომელთა სულსა და გულს ასე რუდუნებით, აგურ-აგურ აშენებს ჩვენი საამაყო ნანა მასწავლებელი. ამიტომაც გამოირჩევიან მისი აღზრდილები თავაზიანობითა და მზრუნველობით, ცოდნითა და სიბეჯითით. მადლობა მათ დღევანდელი შინაარსიანი აქტივობისთვის“, - აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203