„ენა, მამული, სარწმუნოება“ - ქვემო სობისის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
14-04-2021
გორის მუნიციპალიტეტის ქვემო სობისის საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიებაში ჩართული იყვნენ მეორე კლასის მოსწავლეები. ბავშვებმა მოაწყვეს საკლასო ღონისძება - „ენა, მამული, სარწმუნოება“, ასევე გამოუშვეს კედლის გაზეთი - „დედაენის დღე“.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203