„ჩვენ დღეს ვზეიმობთ დედაენის სიყვარულს“ - ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღე აღნიშნეს
14-04-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღნიშნეს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა დედაენის დღე აღნიშნეს და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენის მნიშვნელობას. 

„წაიკითხეს ლექსები და დედაენას დიდი სიყვარულით პატივი მიაგეს. ჩვენ დღეს ვზეიმობთ დედაენის სიყვარულს, ვხარობთ იმით, რომ დაეწაფოთ სიბრძნეს დიდი იაკობისას“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203