„ქართული მარტო ენაა? ქართული ქართველთ რწმენაა!“ - დედაენის დღე თბილისის N12 საჯარო სკოლაში
14-04-2021
„ქართული მარტო ენაა? ქართული ქართველთ რწმენაა!“ - ამ სახელწოდებით გაიმართა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის N12 საჯარო სკოლაში.

ღონისძიებას VI ბ კლასში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ნატალია იმერლიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.

მოსწავლეებმა წაიკითხეს სხვადასხვა პოეტის ლექსები, მიმოიხილეს დოკუმენტური მასალა და ასე გამოხატეს დამოკიდებულება ამ ისტორიული თარიღისადმი.

შეგახსენებთ, რომ 14 აპრილს, საქართველოში „დედა ენის“ დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად, დაწესდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203