
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა.
„14 აპრილს, ქართული ენის დღეს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N4 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი „ქართული მარტო ენაა?!“.
პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზოლდა სულავა.
მოსწავლეებმა გააკეთეს საკუთარი ნახატების პრეზენტაცია. პროექტი გაიხსნა ირმა სოხაძის ცნობილი სიმღერით: „ო, ენავ ჩემო!“ მოსწავლეებმა გადმოსცეს ცნობილ ადამიანთა ბრძნული გამონათქვამები ქართული ენის შესახებ,მხატვრულად წაიკითხეს ცნობილი პოეტების ლექსები.
პროექტს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ფატი თევდორაძე და ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი შორენა ჯავახაძე“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები