
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბმა - „თელამ“ განახორციელა საკლასო პროექტი - „ადამიანი ვირუსის წინააღმდეგ“, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლება COVID-19-თან დაკავშირებით.
მოსწავლეებმა აღნიშნულ პრობლემაზე შექმნეს პოსტერები სხვადასხვა მოწოდებით. ასევე მოიწვიეს ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელმაც ბავშვებს ონლაინ სემინარი ჩაუტარა, მისცა რჩევები და მითითებები ვირუსისგან თავის დაცვისა და მასთან გამკლავების საშუალებების შესახებ.
იხილეთ ფოტოები