ბავრის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს ღონისძიება მიუძღვნეს
14-04-2021
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით,14 აპრილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ბავრის საჯარო სკოლაში. მოსწავლეებმა წარმოთქვეს ქართველი პოსტების ლექსები, რომელიც დედა ენას ეძღვნებოდა - ქართულ ენაზე, სამშობლოზე, საქართველოზე... შექმეს პოსტერი და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.
საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული შეიქმნა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი არაოფიციალურად დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს