„შეაჩერე COVID-19“ - ხეოთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა ვიდეორგოლი მოამზადა
14-04-2021

„შეაჩერე COVID-19“ - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ალიგატორი“ ვიდეორგოლი მოამზადა. მოსწავლეებმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ რეგულაციების დაცვა ჩვენივე ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ მოსწავლეები იცავენ დისტანციას, იყენებენ პირბადესა და სადეზინფექციო ხსნარს და ა.შ.

კოვიდპანდემიისგან გამოწვეული რეკომენდაციების დაცვით მოსწავლეები აქტიურად არიან სასწავლო პროცესში ჩართულები და ღონისძიებებშიც უსაფრთხოების ზომების დაცვით მონაწილეობენ.

იხილეთ ვიდეო ბმულზე

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203