მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავნის საჯარო სკოლაში დედაენის დღეს კვირეული მიუძღვნეს.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება.
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრაზე შემუშავდა ღონისძიების გეგმა, სკოლაში შეიქმნა საბაზო საფეხურის მოსწავლეთა ჯგუფი. ჯგუფის მონაწილეებმა დაამუშავეს ინფორმაცია ქართული ენის წარმოშობის, მისი ისტორიისა და კულტურის შესახებ, ეტაპობრივად ხვდებიან სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, აცნობენ ინფორმაციას და მათგანაც იღებენ უკუკავშირს, მათივე ორგანიზებით ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, პოეზიის საღამო და შემეცნებითი ვიქტორინები. კვირეული დასრულდება პარასკევს, დასკვნითი ღონისძიებით!
იხილეთ ფოტოები: