თბილისის N198 სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც დისტანციურ სასწავლო პროცესში ვერ ერთვებოდნენ, სმარტფონები გადაეცათ
14-04-2021

თბილისის N198 საჯარო სკოლის (რესურსსკოლა) 15 სსსმ მოსწავლეს უჭირდა СOVID-19 პანდემიისას დისტანციურ სწავლებაში სრულყოფილად ჩართვა. სკოლამ მოამზადა პროექტი, რომლის მიზანიც კონკრეტულად ამ მოსწავლეების ტექნიკური მხარდაჭერა იყო.

„პროექტის ფარგლებში  როტარი კლუბმა გამოთქვა თხუთმეტივე სსსმ მოსწავლის დახმარების სურვილი: 2021 წლის 11 აპრილს  სკოლას ესტუმრა „Rotary Club Tbilisi Old Town“. მისი წარმომადგენლები შეხვდნენ იმ მოსწავლეებს - ვინც ვერ ახერხებდა დისტანციურ სასწავლო პროცესში ეფექტურად ჩართვას და გადასცეს სმარტფონები.

შეხვედრის შემდეგ, სკოლის პედაგოგებმა და დირექტორმა  ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევასა და პრობლემაზე, რომელიც მოსწავლეების საზოგადოებაში ადაპტაციისა და ინტეგრაციის პროცესს გარკვეულწილად აფერხებს. დაიგეგმა თანამშრომლობის შემდეგი ეტაპი.

სკოლის სახელით მადლობას ვუხდით კლუბსა და მის პრეზიდენტს ვასილ თამაზაშვილს რესურსკოლის  საქმიანობით დაინტერესებისთვის, სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეების გახარებისთვის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203