
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩამდურის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის მოსვლა აღნიშნეს.
მოსწავლეებმა წლის ამ უმშვენიერეს დროს ნამუშევარი მიუძღვნეს.
მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„მეექვსეკლასელებმა ფერადი ფურცლებით დაამზადეს ყვავილები და ხე და ქართული ლექსებით გაგვახსენეს თუ რა ლამაზია გაზაფხული“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები