ხონის N1 საჯარო სკოლის მეექვსე კლასის მოსწავლეებმა მოძრავი გალერეა გააკეთეს და გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე მიწვეული იყო სკოლის დირექტორი შორენა კაკაბაძე, რომელმაც პედაგოგს და მოსწავლეებს მომზადებული აქტივობებისა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.
„მოძრავ გალერეაში დამპატიჟა ჩვენმა მე-6
ბ კლასმა. ლამაზად, ეთო მასწავლებლისებურად გაეფორმებინათ მოსაწვევები თუ საპრეზენტაციო ნაშრომები.
გამოჩენილ ადამიანთა ბიოგრაფიიდან საინტერესო დეტალები მოგვაწოდეს და მათი ღვაწლისა და დამსახურების შესახებ მოგვითხრეს. რამდენი რამ გვიამბეს, ევროპელ მოგზაურთა აღმოჩენები, მარიამ კიურის მეცნიერული შრომები, დედა ტერეზას ქველმოქმედება თუ პრინცესა დაიანას ცხოვრებისეული ეპიზოდები.
პატარებმა დახვეწილი საპრეზენტაციო უნარები გამოავლინეს, თითქმის უაქცენტოდ მეტყველებდნენ ინგლისურ ენაზე.
მაგიდაზე ქართული ენის გაკვეთილის პოსტერები იდო. აშკარად ნაყოფიერი დღე ჰქონდათ მეექვსე კლასს",- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.
იხილეთ
ფოტოები: