წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესოდ მიმდინარეობს
14-04-2021

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული წარმატებით მიმდინარეობს. სკოლაში მრავალფეროვანი, საინტერესო აქტივობები განხორციელდა, რომლებიც დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა.

„საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული კვირეულის მე-2 დღე. ქალბატონმა ფაქიზო ფანჩულიძემ ქართული ენის კონცეფცია გააცნო მოსწავლეებს, რომლის შექმნაში აქტიურად იყვნენ ჩაბმული ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის პედაგოგები და მოსწავლეთა თვთმმართველობა.

გაიმართა დისკუსია თემაზე: „რა ენა წახდეს, ერი დაეცეს“. დისკუსიაში ჩართული იყო X-ა და X-ბ კლასის მოსწავლეები (პედაგოგი ფაქიზო ფანჩულიძე).

მოსწავლეებმა აგრეთვე დისკუსიამდე წარმოადგინეს კომპლექსური დავალებები შექმნილი პროდუქტებით.

საინტერესო აქტივობა იყო ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულის მოყვარული მკვლევარის თორნიკე ლალიაშვილი პრეზენტაცია თემაზე: „ქართული ასომთავრული ანბანი და კალენდარი“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203