
თბილისის N141 საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს.
მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.
32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.
2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.