ამაღლების საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით კონფერენცია ჩატარდა
14-04-2021
სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით კონფერენცია მოეწყო.

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საზოგადოებრივი მეცნიერებების ხელმძღვანელობით მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებმა, 9 აპრილთან დაკავშირებით ჩაატარეს კონფერენცია და კედლის გაზეთი შექმნეს.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203