„9 აპრილი დღე გლოვისა და ამავდროულად დღე ზეიმისა“ -მარელისის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
14-04-2021

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში 9 აპრილს ღონისძიება მიუძღვნეს. 

„9 აპრილი დღე გლოვისა და ამავდროულად დღე ზეიმისა“ - ამ სლოგანით წარიმართა სკოლაში საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

აქტივობა მოამზადა და განახორციელა ისტორიის კლუბმა, რომლის კურატორია პედაგოგი ინგა ვეფხვაძე.

„კიდევ ერთხელ გაიარა ჩვენს თვალწინ იმ დღეებმა, რომელმაც ბევრი გმირი და ბევრი გულანთებული მამულიშვილი დაგვიტოვა გასახსენებლად. საუკეთესოდ შეზავებული სიტყვა, ლექსი, ქმედება, ჩვენება, კადრები საინტერესო და ორიგინალური მიგნებებით იყო გაჯერებული. კიდევ ერთხელ შეიმართა ქართული სული ჰიმნის ფონზე და იმედი იმისა, რომ ქართული სული უკვდავია. მადლობა ასეთი საუკეთესო დღისათვის ჩვენს საუკეთესო მოსწავლეებს და ინგა ვეფხვაძეს, რომელიც მუდამ ზრუნავს მოსწავლეთა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე, როგორც საგაკვეთილო, ასევე სასკოლო და სკოლისგარე სივრცეში. წარმატებები“,-აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203