წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 92-ე წლისთავი აღნიშნეს
14-04-2021

12 აპრილს, ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მუხრან მაჭავარიანის დაბადებიდან 92-ე წლისთავი აღინიშნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ფაქიზო ფანჩულიძემ X კლასში (დამრიგებელი ნატო ჯოხაძე) მიმოიხილა მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება.

მოსწავლეებმა გამომეტყველებით წაიკითხეს ლექსები: „საბა“, „ვითარცა მტკვარი“, „ქართული მარტო ენაა?“ და სხვა ... მოსწავლეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკვდავ შემოქმედს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203