„ეს სიმღერაა საქართველოსი“​ - მაღლაკის N1 სკოლის მოსწავლეებმა მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია გამართეს
14-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენასა და ლიტერატურაში თემის - „საქართველოს კუთხეები“ შესწავლის შემდეგ მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია - „ეს სიმღერაა საქართველოსი“ გამართეს. 

ღონისძიებას მასწავლებელი ბელა ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს საქართველოს კუთხეების იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და სვანეთის სამზარეულოს კერძების შესახებ, წაიკითხეს ლექსები საქართველოზე და შეასრულეს სიმღერები.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203