„ჩვენ ვსწავლობთ რუსთაველს“- კარბის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო პროექტი განახორციელეს
14-04-2021

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი კარბის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა, მასწავლებელ ნინო კოლოტაშვილთან ერთად, დიდი ქართველი პოეტის ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოიძიეს და პრეზენტაციები წარმოადგინეს სლაიდშოუს სახით სხვადასხვა თემაზე: „ვეფხისტყაოსანი და საქართველო“„ვეფხისტყაოსანი სხვადასხვა მხატვრის ილუსტრაციებზე“,„ ვეფხიატყაოსანი და მსოფლიო”.

მოსწავლეები დიდი  მონდომებით იყვნენ  ჩართულნი პროექტის მსვლელობისას არაერთ აქტივობაში. მათ კედლის გაზეთი შექმნეს  და პოემის გარშემო  კროსვორდი შეავსეს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203