ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილს მრავალფეროვანი აქტივობა მიუძღვნეს
14-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი აქტივობა განხორციელდა. 

აქტივობა წარმართეს ისტორიის მასწავლებლებმა: ირინე კოპალიანმა და ზაზა კიწმარეიშვილმა.

ირინა კოპალიანმა X კლასთან ჩაატარა მინი-ლექცია და მოსწავლეებს შესთავაზა დოკუმენტური კადრები აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით.

ზაზა კიწმარეიშვილმა V კლასელებს გააცნო 9 აპრილის ისტორიული მოვლენის მნიშვნელობა და მოუყვა არსებული პერიოდის შესახებ.

მოსწავლეებმა ისტორიის კაბინეტში დაათვალიერეს 9 აპრილის სტენდი, უფროსკლასელთა ნამუშევრები ამ თემატიკაზე. X კლასელებმა გამართეს დისკუსია და XX საუკუნის 90-იანი წლების ეროვნული მოძრაობის შესახებ თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს.

აქტივობა საინტერესოდ წარიმართა.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203