„მარადიული ხსოვნა გმირებს“ - მოხისის საჯარო სკოლის V კლასში 9 აპრილს სადამრიგებლო საათი მიეძღვნა
14-04-2021
„მარადიული ხსოვნა გმირებს“- ამ ლოზუნგით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის V კლასში 9 აპრილს სადამრიგებლო საათი მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203