გეგუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად კედლის გაზეთი გამოსცეს
13-04-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N2 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნანა ჯიქიძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენები გაიხსენეს და საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნის უკვდავსაყოფად კედლის გაზეთი გამოსცეს. 

აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასის მოსწავლეები მნიშვნელოვან თარიღებს აქტიურად ეხმიანებიან. მეშვიდეკლასელებმა - გვანცა ხოჯავამ, მარიამ ურუშაძემ და დემურ კუხიანიძემ ასევე აღნიშნეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე და მრავალფეროვანი აქტივობები შეასრულეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203