თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობა - „მასპინძელი დათვი“ „გააცოცხლეს“
13-04-2021

თბილისის N103 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ნატალი წიკლაურის ხელმძღვანელობით, ქეთევან ჭილაშვილის მოთხრობა - „მასპინძელი დათვი“ შეისწავლეს და დადგეს.

პედაგოგისგან მიცემულ დავალებას მოსწავლეებმა თავი წარმატებით გაართვეს. თითოეულმა სასურველი პერსონაჟი თავად  შეარჩია და გაითამაშა.

მოსწავლეების მოტივაცია იმდენად დიდი იყო რომ, მათ როგორც საკუთარი, ასევე რამოდენიმე პერსონაჟის ნიღაბიც დაამზადეს.

მოსწავლეები იყვნენ მოთხრობის ავტორები მათ განაგრძეს მოთხრობა და თავისი ინტერპრეტაციით დაასრულეს შეთხზული ამბავი.  

მოსწავლეებმა წერილობით ჩახატეს შესაბამისი ეპიზოდი. წარმოადგინეს ნამუშევრები და მოაწყეს პრეზენტაცია.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203