
წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მუდმივად ზრუნავენ პროფესიულ განვითარებაზე და პედაგოგებიც არაერთ საინტერესო ტრენინგში მონაწილეობენ. ახლახან USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ლიდერ მასწავლებელთა ტრენინგებს აქტიურად დაესწრნენ წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის პედაგოგები.
წამყვანმა მასწავლებლებმა: ქეთევან სვანიძემ, ხათუნა ქუთათელაძემ, ციცინო დადუნაშვილმა და უფროსმა მასწავლებელმა თინათინ ნაცვლიშვილმა ტრენინგებზე მიღებული ცოდნა კოლეგებს გაუზიარეს.
„მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს მასწავლებელთა პროფესიულ ზრდას, ახალი მეთოდების მაღალ დონეზე დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის წევრთა მიერ, ჩვენს სკოლაში სისტემატურად მიმდინარეობს კოლეგების მიერ გამოცდილების გაზიარება, ახალი სქემის ფარგლებში.
შეხვედრების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ იმ საკითხებს, რომლებიც მასწავლებლებს აინტერესებთ. თავისი გამოცდილება კი, ინტერაქტიული სწავლების მეთოდების უპირატესობებზე, გაუზიარა წამყვანმა მასწავლებელმა მაია ქობულიამ“, - აღნიშნულია წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: