
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის N42 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობით გამოირჩევიან. ამავდროულად, მოსწავლეები ყოველწლიურად მონაწილეობენ სატელევიზიო გადაცემაში - „წიგნების თარო“.
„რამდენიმეჯერ ჩვენმა სკოლამ გამარჯვება მოიპოვა, ჩვენი მოსწავლეები თითქმის ყველა სეზონში ხალხის რჩეულის ტიტულსაც ეუფლებიან, წელს კი მე-5 სტუდენტურ სეზონში ჩვენი სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები: ნიკა გირასპიშვილი და გიორგი ვარაზაშვილი ისევ გამარჯვებულთა სიაში არიან“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები