
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სიფელ ხორენიის საჯარო სკოლაში 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა შექმნეს სახელმძღვანელო - „ჩვენ გვახსოვს 9აპრილი“.
„ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სიფელ ხორენიის საჯარო სკოლის დირექტორის რუბენ ვარდანიანის და ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებლის ლეილა დათაშვილის ხელმძღვანელობით, მე-11 და მე-12 კლასელებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილს თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების შესახებ და დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.
ასევე, შექმნეს წიგნი 9 აპრილთან დაკავშირებით „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: