
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ლიზი გოგსაძემ და ანი არდიამ „კინგსის“ საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზეს.
მოსწავლეებმა საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადაში მესამე ხარისხის დიპლომის მოპოვეს.
„ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ველევის საჯარო სკოლის დირექცია და სასკოლო საზოგადოება ვულოცავთ ლიზი გოგსაძესა და ანი არდიას კინგსის საგაზაფხულო სეზონის ოლიმპიადაში მესამე ხარისხის დიპლომის მოპოვებას და უსურვებთ შემდგომ წარმატებას“, - აღნიშნულია სკოლის დირექტორის, ეკატერინე ჭიჭინაძის მისალოც წერილში.