
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშნის საჯარო სკოლის II კლასში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, სახალისო შემეცნებითი აქტივობა ჩატარდა.
გარემოსდაცვით თემაზე მოსწავლეებმა ნახატები შექმნეს და ფურცლებზე გადაიტანეს. მოსწავლეებმა დიდი გულმოდგინებით გადაიტანეს სახატავ ქაღალდებზე მათთვის სასურველი თუ არასასურველი ბუნების სურათები.
პედაგოგიც მოსწავლეებთან ერთად აქტიურად იყო ჩართული აქტივობაში. მათ ერთად ჩამოწერეს იმ სლოგანთა ჩამონათვალი, რომლებიც საზოგადოებას დედაბუნების დაცვისა და გაფრთხილებისაკენ მოუწოდებს: „ვინც გარემოზე ზრუნავს საკუთარ თავს ეხმარება“, „სამწუხაროდ, ბუნება თავის თავს ვერ დაასუფთავებს“, „რასაც დააგდებ უკან დაგიბრუნდება“, „ბუნებას ჩვენ მიერ გადაყრილი ნარჩენები კლავს“,„დედამიწას სჭირდება მეტი სიმწვანე!“
მოსწავლეებმა შექმნილი ნახატები სწორედ ამ მოწოდებებით დაასათაურეს.
იხილეთ ფოტოები: