ახალშენის საჯარო სკოლაში პროექტი - „9 აპრილი მზიანი ღამე“ განხორციელდა
13-04-2021
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯრო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა შორენა გუბელაძემ, 9 აპრილთან დაკავშირებით, მოსწავლეებთან ერთად პროექტი - „9 აპრილი მზიანი ღამე“ განახორციელა.

„მასწავლებელმა მოსწავლეებს მიაწოდა ისტორიული ცნობები ამ ტრაგიკული და ამვდროულად საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი დღის შესახებ. მოსწავლეებმა დამატებით მოიძიეს ინფორმაცია სახელმძღვანელოებისა და ინტერნეტის დახმარებით, გააკეთეს საინფორმაციო პლაკატი და 9 აპრილის სიმბოლო ტიტები ფერადი ფურცლებით. პროექტის დასკვნით დღეს გვიჩვენეს დოკუმენტური ფილმი 9 აპრილზე და თავად შეასრულიეს სიმღერა ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები, რომელსაც აკომპანიმენტს უწევდა მუსიკისა და ხელოვნების მასწავლებელი ირმა ჭიღვარია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეო მასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203