ტუნაძეების საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა 
13-04-2021

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლაში 9 აპრილისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „დღე გლოვისა, მაგრამ ამავდროულად დღე ზეიმისა“ ჩატარდა. 

ღონისძიებას ისტორიის მასწავლებელი ირინა შავაძე ხელმძღვანელობდა.

ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა, მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ისაუბრეს 1989 წლის 9 აპრილის  მოვლენებზე და მის მნიშვნელობაზე ქვეყნისათვის. წარმოდგენილი იყო საინტერესო პრეზენტაცია.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის ღონისძიების ხელმძღვანელს და მონაწილეებს და წარმატებებს უსურვებს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203