ჯუმის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინი ქუთელია შთამბეჭდავ ნამუშევრებს ქმნის
13-04-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლა მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭის განვითარებას აქტიურად უწყობს ხელს. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჯუმის მე-11 კლასის მოსწავლე ნინი ქუთელია არაჩვეულებრივად ხატავს.

„მან პანდემიის დროს შეასრულა რამდენიმე ნამუშევარი. რომელმაც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ნინი მდიდარი ფანტაზიის დახმარებით ქმნის საინტერესო ნამუშევრებს, სადაც იგი გადმოგვცემს თავის განცდებს, ემოციებსა და შთაბეჭდილებებს. აღსანიშნავია, რომ არაერთხელ მოეწყო ნინი ქუთელიას პერსონალური გამოფენა, როგორც სკოლაში, ასევე სამხატვრო გალერეაში. მას მიღებული აქვს არაერთი სიგელი და დიპლომი. ნინი ძალიან ნიჭიერი, მოტივირებული და შრომისმოყვარე მოსწავლეა. ის აქტიურად ერთვება საკლასო და სასკოლო ღონისძიებებში. სკოლის დირექცია წინსვლას და წარმატებებს უსურვებს ნინის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

გაეცანით მოსწავლის ნამუშევრებს:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203