ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ანა გოჩიტაშვილმა და ნატა ბეჟანიშვილმა საინტერესო სასწავლო რესურსები შექმნეს
13-04-2021
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ სხვადასხვა სახის პროექტებზე. მოსწავლეები მრავალფეროვან სასწავლო რესურსებს ქმნიან.
განსაკუთრებით საინტერესო იყო მე-5 კლასის მოსწავლის ანა გოჩიტაშვილის მიერ ბუნების გაკვეთილზე შესრულებული საქართველოს რუკა. მეხუთეკლასელმა გამოიყენა საგნის - „ჩვენი საქართველო“ ცოდნა და წარმოადგინა საქართველოს რეგიონები პრეზენტაციის სახით.
ასევე აღსანიშნავია მე-7 კლასის მოსწავლის ნატა ბეჟანიშვილის მიერ ფიზიკის გაკვეთილის თემაზე შექმნილი რესურსი.