
ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის ადმინისტრაცია ახალგაზრდა და წარმატებულ მათემატიკის პედაგოგს - ჯაბა ჩიჩუას გვაცნობს. ჯაბა სამი წელია, რაც „პროგრესში“ მუშაობს. სკოლის დირექცია მას დადებითად ახასიათებს.
„გაიცანით ჩვენი სკოლის მათემატიკის პედაგოგი - ჯაბა ჩიჩუა! ის ჩვენს გუნდს სამი წლის წინ შემოუერთდა და ღირსეული ადგილი დაიკავა! გახლავთ მათემატიკის მაგისტრი, უფროსი მასწავლებელი! არის საზრიანი, მაღალი ინტელექტის და უყვარს ცოდნის გაზიარება.
წარმატებები ვუსურვოთ ჯაბა მასწავლებელს!“ - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.