„გმირები არ კვდებიან“​ - გოგნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის მემორიალთან ღონისძიება გამართეს
13-04-2021

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლაში, ისტორიის მასწავლებლის მანუჩარ ფხალაძის ხელმძღვანელობით, 9 აპრილთან დაკავშირებით ღონისძიება - „გმირები არ კვდებიან“ გაიმართა. 

ღონისძიება სოფლის ცენტრში მდებარე 9 აპრილის მემორიალთან ჩატარდა. 

მოსწავლეებმა 9 აპრილს საქართველოს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირები გაიხსენეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს, 9 აპრილის ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ლექსები წაიკითხეს. 

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი შესრულდა.

32 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია. შეტაკების შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი გაზით მოიწამლა.

2 წლის თავზე, 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203