„ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“ -წინუბნის საჯარო სკოლაში ღონისძიება ჩატარდა
13-04-2021
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წინუბნის საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება სახელწოდებით „ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ღონიძიება 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიის 32 წლისთავს მიეძღვნა. მოსწავლეებმა გაიხსენეს 9 აპრილს დაღუპული გმირები და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მომხდარი სისხლიანი მოვლენები, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევაში, რის შედეგადაც დაიღუპა 21 და დაშავდა 427 ადამიანი. 9 აპრილის მოვლენებმა წყალგამყოფის როლი შეასრულა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203