
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ხელოვნების საგანში პროექტი განახორციელეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, იანეულის საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა ხელოვნებაში წარმოადგინეს პროექტი თემაზე - „პომპეის აღსასრული“. მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს ქალაქ პომპეის დაღუპვის ტრაგედია და მასწავლებელთან ერთად მოაწყვეს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის ინსცენირება.
იხილეთ აქტივობის ამსახველი ფოტოები: